მოვლენები
სეულის საერთაშორისო ღვინისა და სპირტების გამოფენა 2023

სეულის საერთაშორისო ღვინისა და სპირტების გამოფენა 2023

26
ივნ
2023
Seoul International Wine Spirits Expo 2023
26 ივნ 2023

ბოლერომ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ გამოფენა ''Seoul International Wine & Spirits Expo''-ში, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველწლიური ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ღონისძიება აზიის რეგიონში. გამოფენა გაიმართა 22-24 ივნისს ქალაქ სეულში. ამ შესანიშნავმა ღონისძიებამ მოგვცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომ სამივე დღის განმავლობაში წარგვედგინა ჩვენი პრემიუმ ღვინო, ქართული ჭაჭა და ბრენდი.

გამოფენაზე ცხადი გახდა, რომ დიდი ენთუზიაზმი იყო პროფესიონალებისგან და ღვინის მოყვარულებისგან ჩვენი პროდუქციის მიმართ, ასევე საქართველოს 8000 წლიანი ღვინის ისტორიისა და კულტურის მიმართ. გამოფენის პარალელურად "ქართული ღვინის საღამო" გაიმართა სეულში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით. თხუთმეტი ქართული ღვინის კომპანია შემოგვიერთდა და ღვინის ექსპერტებს წარვუდგინეთ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი.

სტუმრებს ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინის ინსტიტუტის დირექტორმა ბ-ნმა ჩან ჯუნ პარკმა მიმართა. ჩვენი მეღვინეობისთვის სამხრეთ კორეის ბაზარს პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლო რესურსი ამ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებისათვის.